ბაიკერებისა და მოცეკვავეების ერთობლივი ესტრემალური შოუ, ენერგიული DJ Jimi-ის მუსიკა, სმარტის მიერ მომზადებული უგემრიელესი ქუჩის მენიუ და დანქინის ყველაზე ტკბილი დონატები, -ასე აღნიშნა „ვისოლმა“ მარშალ გელოვანის გამზირზე, პირველი თვითმომსახურეობის სადგურის გახსნა. ბენზინგასამართი სადგურისთვის არასტანდარტულ დიზაონში მოხატული ვისოლის თვითმომსახურტეობის ობიეტში მომხმარებლებს უკვე სთავაზობს შესაბამის სერვისებს, სადაც უმაღლესი ხარისხის საწვავის შეძენა, 15 თეთრამდე ფასდაკლებით არის შესაძლებელი და დამატებითი სერვისების მიღება უფრო მარტივი და მოსახერხებელია. კომპანია ვისოლის გენერალური დირექტორის თქმით, მათი მიზანი საქართველოს ნავთობბაზარზე თვითმომსახურეობის ქცევის დანერგვა და მეტი კმაყოფილი მომხმარებლის შეძენაა. ცნობისთვის, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. "ვისოლი" საცალო ბაზრის ლიდერია უახლესი ევროპული სტაბდარტის, უმაღლესი ხარისხის საწვავითა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებითაც.