"ვისოლმა" გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარე დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის ტერიტორიაზე ელექტრომობილების სწრაფდამტენი სადგურის გახსნით აღნიშნა და ეკო მეგობრული ტრანსპორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად აქცია. სინქეონი:"ვისოლის" კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთო ძირითადი მიმართულება გარემოზე ზრუნვაა.ზაფხულის დასასრულამდე ვისოლი ელექტრომობილების სწრაფდამტენ კიდევ ერთ ავტოგასამართ სადგურს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე განთავსებულ დასვეებისა და მომსახურების კომპლექსის ტერიტორიაზე გახსნის და მომავალში მსგავსი ავტოგასამართი სადგურების ქსელს კიდევ უფრო გააფართოებს.აღსანიშნავია,რომ სწრაფდამტები სადგური მაქსიმუმ 20-30 წუთში უზრუნველყოფს ავტომობილის სრულ გამართვას"."ვისოლი" ელეტქრომობილების დამტენების ქსელს კომპანია „ი-სპეისთან“ თანამშრომლობით ავითარებს. „ი-სპეისი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ელექტრომობილების პოპულარიზაციას.