"ვისოლმა" აღმაშენებლის ხეივნის მეცამეტე კილომეტრზე ელექტრომობილების დამტენი ავტოგასამართი სადგული გახსნა. ადგილზე მძღოლები საკუთარი ავტომობილის გამართვას სრულიად უფასოდ შეძლებენ. უახლოეს მომავალში „ვისოლი“ ელექტრომობილების დამტენ კიდევ 2 ავტოგასამართ სადგურს გორსა და კახთის გზატკეცილზე გახსნის. „ვისოლის“ ელექტრომობილების დამტენი პირველი ავტოგასამართი სადგურის გახსნას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დაესწრო. ელექტრომობილების დამტენი ავტოგასამართი სადგურის გახსნის ცერემონიაზე სიმბოლურად ეკო-მეგობრული ტრანსპორტის მედია ტესტ დრაივიც გაიმართა.