ქართული წარმოებისა და სოფლის მეურნეობის წახალისების მიზნით „ვისოლ ჯგუფი“ ფერმერებს საწვავის შესყიდვასა და ავტომომსახურებაზე სპეციალურ პირობებს უქმნის. ამიერიდან, ფერმერებს, „ვისოლის“ უმაღლესი ხარისხის საწვავისა და „ვიანორის“ საავტომობილო პროდუქტებისა თუ მომსახურებების შესყიდვა სპეციალური ფასდაკლებით შეეძლებათ. როგორც „ვისოლი ჯგუფში“ ამბობენ, ფერმერებისთვის ეს დამატებითი სარგებელია, რომ გამოთავისუფლებული რესურსებით მეტად განავითარონ აგრობიზნესი და ზოგადად, სოფლის მეურნეობა."ვისოლ ჯგუფისგან“ შეთავაზება პირველმა გიორგი ბოჭორიშვილმა მიიღო, რომელსაც გორის რაიონის სოფელ არაშენდაში პომიდორი, კომბოსტო, სიმინდი, ლობიო და ქერი მოჰყავს. ასევე ვაშლის ბაღებს უვლის. 2010 წელს იგი ავღანეთში მძიმედ დაიჭრა, რის გამოც ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსი გერმანიაში გაიარა. სამშობლოში დაბრუნებულმა მეომარმა ბრძოლა იარაღით ვერა, მაგრამ თოხითა და ბარით განაგრძო და უკვე წარმატებული ფერმერიააღსანიშნავია,რომ „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია ქვეყანაში. “ვისოლ ჯგუფმა” ავტოტექმომსახურების მსოფლიო ბრენდის - ,,ვიანორისაგან” საქართველოში ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება 2012 წელს მოიპოვა. კომპანია მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის საავტომობილო ზეთებს, საბურავებსა და სხვა საავტომობილო პროდუქტებს სთავაზობს. ასევე, ვულკანიზაციისა და ბალანსირების სრული მომსახურებით უზრუნველყოფს.