"ვისოლ ჯგუფმა" გუდაურში სამოყვარულო წყვილთა რბოლას უმასპინძლა, რომელშიც "ვისოლ ჯგუფის თასის" მოგებისა და მიმზიდველი პრიზების მისაღებად ოთხივე ამძრავი თვლით აღჭურვილი(4WD) ავტომობილის მძღოლები იბრძოდნენ. სანახაობრივ რბოლაში გამარჯვებულებს "ვიანორისგან" "ნოკიანის" პრემიუმ ხარისხის, მსოფლიოში ცნობილი ზამთრის საბურავების სრული კომპლექტი დაფრანგული "ტოტალის" საავტომიბილო ზეთები გადაეცათ.
ცნობილია, რომ ავტმომსახურების ქსელ "ვიანორის" "ნოკიანის" ცნობილი ბრენდის ზამთრის საბურავები ნებისმიერ ამინდში საუკეთესო არჩევანია, ხოლო ვისოლის საწვავი ყველაზე მკაცრი ზამთრის პირობებშიც კი არ იყინება.
შეჯიბრი ჩატარდა საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის სპორტული კოდექსის შესაბამისად და წყვილთა რბოლის რეგლამენტის მოთხოვნით.