"ვისოლ ჯგუფმა" გორის „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის“ შემდგომ სტრატეგიული, რიგით მეორე მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზეც შექმნა და ტრანზიტული მარშრუტითა თუ ქვეყნის დასავლეთით მოძრავ მგზავრებს მოგზაურობის სრული კომფორტი შეუქმნა. კომპლექსის საზეიმო გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მამუკა ბახტაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. 27068 კვ.მ.-ზე განთავსებული „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის“ შექმნისთვის ,,ვისოლ ჯგუფმა’’ მსხვილი ინვესტიცია განახორცელა და 200-მდე სამუშაო ადგილი შექმნა. ჯგუფში შემავალი შვილობილი კომპანიების: „ვისოლის“, „სმარტის“, „ვენდის“, „დანკინის“ ობიექტების გარდა, კომპლექსი ავტომომსახურების კუთხეს, ელექტრომობილების დამტენ სადგურს, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრ „ლაზიკას“, „ბიბლუსის“ მაღაზიას, ბანკისა და აფთიაქის ფილიალს მოიცავს.
ომპლექსის ტერიტორიაზე გამოყოფილია სატვირთო მანქანების, ავტობუსებისა და მსუბუქი მანქანების პარკირების ზონა. „ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ახლადგაკეთებულ მონაკვეთზე, კერძოდ სოფელ არგვეთასთან „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი“ გორის ობიექტის შემდგომ „ვისოლ ჯგუფის“ ყველაზე მსხვილი და ამავდროულად უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია.