"ვისოლ ჯგუფი" გუდაურში სამოყვარულო "წყვილთა რბოლას" მასპინძლობს. რბოლაში პირველ ადგილზე გასულს "ვიანორისგან" "ნოკიანის" პრემიუმ ხარისხის, მსოფლიოში ცნობილი ზამთრის საბურავების სრული კომპლექტი და "ვისოლისგან" 200 ლიტრი საწვავი ელის, მეორე ადგილზე გასული "ვისოლისგან" 200 ლიტრ საწვავსა და "ვიანორისგან" ფრანგული "ტოტალის" საავტომიბილო ზეთს მიიღებს, მესამე ადგილზე გასულს კი 100ლიტრი საწვავი და "ტოტალის" საავტომობილო ზეთი ერგება. დამატებით, რბოლაში მონაწილე ყველა მძღოლს "ვიანორისგან" "ანტიფროსტი" გადაეცემა საჩუქრად. აღსანიშნავია, რომ "ვისოლ ჯგუფის თასი" გუდაურში უკვე რიგით მეორედ ტარდება.