ცურვა ადამიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი აქტივობაა, თუმცა ბევრ ადამიანს აქვს წლისა და სიღრმის შიში. იმისთის რომ ცურვა უფრო სასიამოვნო და უსაფრთხო გახდეს, გამოიგონეს ინოვაციური ხელის სამაჯური სახელად Kingii. როგორც ამბობენ, ის გეხმარებათ კრიტიკულ სიტუაციაში. მას შეუძლია ჩაძირვის დროს მყისიერად ამოგატივტივოთ წყლის ზედაპირზე. როგორც ამბობენ, Kingii არის ახალი მაჯის სამაჯური მათთვის, ვისაც უყვარს წყალი და ცურვა. იმისთვის რომ კამერა გაიხსნას, საკმარისია მოქაჩოთ სამაჯურის ბერკეტი და მაშველი მყისიერად გაიხსნება და წყლის ზედაპირზე ამოგაგდებთ. ხელსაწყოს შემქმნელის თქმით, სამაჯურის შექმნის იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც მისი მეგობარი წყალში დაიხარჩო. როგორც ამბობენ, ხელის სამაჯური მსუბუქია, მისი ტარება შესაძლებელია ისევე როგორც წყალზე ასევე ყვინთაობის დროს. სამაჯურს აქვს CO2 ნახშირორჟანგის კარტრიჯი, რომელიც მომენტალურად ბერავს აირბაგს. Kingii -ის შემქმნელის თქმით, სამაჯური მრავალჯერადია, თქვენ შეგიძლიათ შეუცვალოთ ნახშირორჟანგის კარტრიჯი, როდესაც ძველში მარაგი ამოიწურება.
სამაჯური იდეალურია მოცურავეებისთვის, მყვინთავებისთვის, სერფინგისა და სხვადასხვა წყლის სპორტის მოყვარულებისთვის. ის ასევე განკუთვნილია ადამიანებისთვის, ვინც არ იცის კარგად ცურვა და წყლის შიში აქვს. სამაჯურს თავისუფლად შეუძლია ჩაანაცვლოს არაკომფორტული უსაფრთხოების ჟილეტი, რომელიც ცურვაში გიშლით ხელს. ხელის აირბაგზე არაერთმა გამოცემამ დაწერა, როგორებიცაა The New York Times, Wired და სხვა. სამაჯურის გამოყენება შეიძლება ზღვაზე, ტბაზე, მდინარეზე და აუზზე.