საქართველოში ვისაც ტემპერატურა აქვს და ვისაც წამოახველეს, ყველაზე თუ ვიფიქრეთ, რომ კორონავირუსი აქვს, ეს არის პანიკის დათესვის მცდელობა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გურჯაანიდან თბილისში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით 2 მამაკაცი და 1 ბავშვი გადმოიყვანეს. პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში გრიპის და სხვა რესპირაციული დაავადებების სეზონი ჯერ არ გასულა.