ანაკლიის პორტზე კონსტიტუციაში თუ ჩაწერე, ფული თუ გადაიხადე, მსოფლიოს თუ აცნობე, რომ ამას ვაკეთებთო, ახლა აქ რეებს თამაშობ? ეს არის ფინანსურ-პოლიტიკური ხელის გადაგრეხვების თემა ,- ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ანაკლიის პორტის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ეთერში განაცხადა.როგორც უსუფაშვილი აცხადებს, მთავრობას სურს, საზოგადოება გააბითუროს და დააჯეროს ის, რაც სიმართლე არ არის.„ზუსტად ვიცი, რომ ის, ვისაც ამ ქვეყანაში ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა ევალება, ორი ბატი ვერ ანდობ, არათუ ორი პორტის საკითხის გადაწყვეტას. ხალხი, რომელმაც ჯერ ანაკლიის პორტი ჩაგვიწერა კონსტიტუციაში და კონსტიტუციური ვალდებულება აიღო, რომ ანაკლიაში რაღაც უნდა აშენდეს. მერე ძირის გამოთხრა დაუწყო თავის მიერვე კონსტიტუციაში ჩაწერილ პროექტს და ახლა სურს, რომ ჩვენ, ყველამ თავი ისე გავიბითუროთ, დავიჯეროთ ის ახსნა, რასაც გვეუბნებიან. არანაირად არ ეტყობა ბატონ კაკაურიძეს, რომ ის არის ისეთი პიროვნება, რომელსაც შეიძლება ადვილად რამე შეეშალოს, მარტივად რაღაც ქაღალდს ხელი მოწეროს“,- განაცხადა უსუფაშვილმა.