თბილისის მერი მოქალაქეებისთვის სესხების ჩამოწერის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მისი შეფასებით პროგრამაზე ბიუჯეტის თანხა არ იხარჯება და გაუგებარია, ვის უშლის ხელს 600 000 მოქალაქის პრობლემის მოგვარება. კახა კალაძემ განაცხადა, რომ მამაუკა ბახტაძე ჭარბვალიანობასა და სესხების ჩამოწერაზე ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად დანიშვნისთანავე საუბრობდა. ნაციონალური მოძრაობა კი შეეცადა ეს ნაბიჯი საკუთარ ინიციატივად წარმოეჩინა, რაც მორიგი დადგმული შოუ იყო- აღნიშნა კალაძემ.