ვის უნდა ჰქონდეს ფარული მოსმენების "გასაღები" - ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტის საკუთარ წინადადებებს აცნობენ, რომლის მიხედვითაც ფარული მოსმენების გასაღები სუს-ის დაქვემდებარებიდან უნდა გამოვიდეს და დამოუკიდებელ სააგენტოს გადაეცეს. გიორგი მარგველაშვილს "ევროპული საქართველოს და ნაციონალური მოძრაობის წევრები შეხვდნენ. ოთხსაბათს კი სასახლეში "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატებს ელიან. გიორგი მარგველაშვილმა ფარული მოსმენების კანონზე კონსულტაციები ყველა საპარლამენტო ფრაქციას შესთავაზა.პარლამენტმა კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს 6 მარტს გადაუგზავნა. გიორგი მარგველაშვილმა 21 მარტამდე უნდა გადაწყვიტოს - კანონს ხელი მოაწეროს თუ ვეტო დაადოს.