"გუგლმა" იმ ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა, ვის შესახებაც მომხმარებლები 2017 წელს ყველაზე ხშირად ეძებდნენ გუგლის საძიებო სისტემაში. რეიტინგში ლიდერობს Today შოუს ყოფილი წამყვანი მეტ ლაუერი, რომელიც სიის სათავეში Today-დან არასათანადო სექსუალური საქციელის გამო გათავისუფლების ფაქტის შემდეგ მოხვდა. მას მოსდევს ინგლისის პრინცის საცოლე მეგან მარკლი, მე-3 ადგილზე პროდიუსერი ჰარვი ვაინსტინია, რეიტინგში მე-4 პოზიციას იკავებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილი წევრი - ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინი, მე-5 ადგილზე კი მსახიობი კევინ სპეისია, რომელსაც არასათანადო სექსუალური საქციელის გამო ბრალდება წაუყენეს. რეიტინგში მოხვდნენ ასევე: Fox-ის ყოფილი წამყვანი ბილ ო’რაილი, მელანია ტრამპი, კეითი გრიფინი, მილო იანოპულოსი და მსახიობი გალ გადო.