თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მოხდება სესხების გადავადება იმ ობიექტებში დასაქმებულ პირთთავის, რომელთა საქმიანობა დამატებით იზღუდება. როგორც კალაძემ აღნიშნა, შუამდგომლობა მოხდება ბანკებთან. მისივე განმარტებებით, ამასთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაწყებულია. კახა კალაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა პანდემიის გამო წარმოდგენილ დახმარებების იმ პაკეტზე, რომლის შესახებაც საზოგადოებისთვის ცნობილი გუშინ გახდა.
თბილისის მერის განცხადებით, მომდევნო კვირიდან დაიწყებენ მუშაობას იმისთვის, რომ დაეხმარონ ოჯახებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ თანადგომა და მხარდაჭერა.