დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირიან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები და თავშეყრები, კორონავირუსის ინფექციის გავრცელების წყარო გახდა. მისივე თქმით, პოლიტიკურ პროცესს ვერავინ ვერ აკრძალავს თუმცა როგორც მან აღნიშნა რეგულაციები რომელიც არსებობს მოსახლეობამ უნდა დაიცვას და უნდა იზრუნონ ერთმანეთის ჯანმრთელობაზე.
შეგახსენებთ, რომ ახალი რეგულაციების მიხედვით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, პირბადეების ტარება დახურული სივრცეების გარდა, ღია სივრცეშიც აუცილებელი იქნება.