ჰუბეის პროვინციიდან ჩინელ მგზავრების მიღებაზე დღეს მალაიზიამ დროებითი აკრძალვა გამოსცა. მალაიზიაში კორონავირუსით დაინფიცირების 4 შემთხვევა დადასტურდა. რაც შეეხება მონღოლეთს, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად 27 იანვრიდან 2 მარტამდე სკოლებში სწავლას შეწყვეტს და ჩინეთთან საზღვარს კეტავს. ამასთან, ქვეყანა 31 მონღოლი სტუდენტის ევაკუაციას განახორციელებს, რომლებიც ეპიდემიის ეპიცენტრში, ქალაქ ვუჰანში იმყოფებიან.
ამ ეტაპზე ვირუსის შემთხვევები შემდეგ ქვეყნებში ფიქსირდება: ჩინეთში 2 744 დადასტურებული შემთხვევა; ტაილანდში - 8; აშშ-ში - 5, ავსტრალიაში 5, იაპონიაში 4, ტაივანში - 4; მალაიზიაში 4; სინგაპურში 4; სამხრეთ კორეაში 4; საფრანგეთში 3; ვიეტნამში 2; ნეპალში 1; კანადაში კი 1 სავარაუდო შემთხვევა.