ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია, ვერც ერთი ქვეყანა ცალკე აღებული ვირუსს ვერ დაამარცხებს, ეს არის გლობალური გამოწვევა და მასთან გამარჯვება უნდა იზეიმოს მსოფლიომ ერთად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის ძირითადი ამოცანაა, ვირუსის გავრცელების ეფექტური კონტროლი.