ყოველთვის ვამბობდით, რომ ეკონომიკური საქმიანობის გახსნასთან ერთად ქვეყანაში გაიზრდებოდა მობილობა, რასაც შესაძლაო, რომ მოჰყოლოდა ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ზრდასთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, აქ პასუხისმგებლობა თითოეულ მოქალაქეს ეკისრება. როგორც მან ასევე აღნიშნა, ვირუსი არსად წასული, არავის დაუმარცხებია და ვირუსს ცალკე აღებული სახელმწიფო ვერ დაამარცხებს, ვინაიდან ეს გლობალური კრიზისია.