თბილისში რვა წლის გოგონა გარდაიცვალა. მოზარდი პრივატ კლინიკაში მძიმე მდგომარეობით იყო მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს აღენიშნებოდა სუნთქვის უკმარისობა ცხელების ფონზე, რის გამოც ის ხელოვნურ ვენტილაციაზე იყო გადაყვანილი. ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა 8 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი. პრივატ კლინიკიდან მასალები ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი, რომელიც გარდაცვლაების ზუსტ მიზეზებს დაადგენს.