ვირტუს ბოლონიამ იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალურ სერიაში მილანოსთან მე-5 მატჩი ჩაატარა და მეორე შეხვედრის მოგება მოახერხა, რითიც ანგარიშში სხვაობა შეამცირა - 2:3.საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 30 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულას, 2 მოხსნასა და 5 პასს მოუყარა თავი. თორნიკემ მილანოს 6-დან 4 ორქულიანი, 2-დან ერთი სამქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩაუგდო.
ფინალის მორიგი მატჩი უკვე მილანში გაიმართება და ეტორე მესინას გუნდი სერიის დასრულებას ეცდება. სერია 4 მოგებამდე გრძელდება. ვირტუსის მთავარი მიზანი ანგარიშის გათანაბრება იქნება.