მმართველმა ძალამ იქამადე მიიყვანა სიტუაცია, რომ დღეს თბილისის მერის არჩევნებში კანდიდატის მხარდაჭერა არ ნიშნავს მხოლოდ მერის არჩევას, არ ნიშნავს მხოლოდ, ერთი კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერას, სამწუხაროდ, ეს ნიშნავს იმ დიდი პოლიტიკური შლეიფის მხარდაჭერასაც, რომელიც თითოეულ ამ კანდიდატს უკან მოჰყვება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.გახარიას არ აკონკრეტებს თუ ვინ იქნება პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი.აქვს თუ არა თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტურის მოლოდინი, გახარია პასუხობს, რომ ახლა ამაზე საუბარი მარჩიელობაა.