ბოდბელმა ეპისკოპოსტმა მეუფე იაკობმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა, რის შემდეგაც მრევლს ქადაგებით მიმართა. ბოდბელმა ეპისკოპოსმა მრევალს დღესასწაული მიულოცა და საპატრიარქოს ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება. მეუფე იაკობის განცხადებით, ის პატრიარქის უარყოფით კონტექსტში მოხსენიებას არც ეკლესიის შიგნით და არც მის გარეთ არავის აპატიებს.