14:27
19 სექტემბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
არცოდნა აკრძალულია
ვინც მარხვას ინახავს და საახალწლო სუფრაზე საცივს თევზით მომზადებული კერძებით ანაცვლებს: როგორ ავარჩიოთ წითელი თევზი, რომელიც სინამდვილეში მოვარდისფრო უნდა იყოს
31-12-2018

ბევრ ოჯახში, წითელი თევზიც საახალწლო სუფრის შემადგენელი ნაწილია, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებიც მარხვას ინახავენ და საცივზე უარს ამბობენ, წითელი თევზით მომზადებული კერძები, ყველაზე აქტუალურია.  როგორი უნდა იყოს ხარისხიანი წითელი თევზი? წითელი თევზი სინამდვილეში უნდა იყოს მოვარდისფრო ფერის, თუ ძალინ მკვეთრი წითელია თევზი, იცოდეთ ის თქვენს მოსატყუებლად და ყურადღების მისაქცევადაა, შესაძლოა მწარმოებლები თევზ სპეციალური საკვებით კვებავდნენ, რომელიც თევზის ხორცის გაფერადებას იწვევს. ამიტომ დააკვირდით თევზის ფარფლებს, დიდ ფარფლებიანი თევზი ბუნებრივ პირობებში იზრდებაოდა, შესაბამისად ის ვერ იქნება ხელოვნური საკვებით გამოკვებილი. თუ ფარფლები პატარა აქვს და თან მკვეთრი წითელია, თევზი დიდი ალბათობით საღებავიანი საკვებითაა გამოკვებილი. თუ თქვენ წითელი თევზის ფილეს ყიდულობთ, და გაინტერესებთ ხომ არ არის შეღებილი, დაადეთ ის კარაქიან პურს ცოტახნით, რამდენიმე წუთში შეღებილი თევზიდან საღებავი კარაქზეც გადავა, როგორც ამ შემთხვევაში,  ნატურალური თევზი კი კარაქს არ გააფერადებს.

არდა ამისა, ვაკუმის შეფუთვაში დააკვირდით სითხეს,ნატურალური თევზის შემთხვევაში სითხე წყლისფერი იქნება, შეღებილის შემთხვევაში კი მოწითალო. თევზის ზოლები უნდა იყოს მკვეთრი და თეთრი ფერის, თუ მოვარდისფრო ფერისაა შეღებილია, თუ არამკვეთრი, არაბუნებრივ პირობებში გაზრდილი. თუ ნედლ თევზს ყიდულობთ არ დაგავიწყდეთ დააკვირდეთ მის თვალებს, თვალები უნდა ბრწყინავდეს და უნდა იყოს ამობერილი, ეს მეტყველებს იმაზე, რომ თეზი ახალია, ასევე არ უნდა ცილდებოდეს მარტივად ძვლები, თითის დაჭერის შემთხვევაში უნდა იბრუნებდეს პირვანდელ ფორმას, ლაყუჩები უნდა ქონდეს მოვარდისფრო, ან ღია წითელი. უნდა უბზინავდეს ფარფლები, თუ ცოცხალ თევზს ყიდულობთ, საუკეთესოა თევზი, რომელიც აკვარიუმის ფსკერზე ცურავს და არა ზედაპირზე.

იხილეთ გადაცემა სრულად

AutoPlay
"არცოდნა აკრძალულია": ყველაფერი, რაც ჰიგიენური საფენების არჩევისა და მოხმარების შესახებ უნდა იცოდეთ
17-09-2019
"არცოდნა აკრძალულია" - როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი შოკოლადი და როგორი უნდა იყოს მაღალი ხარისხის ტკბილეული?
03-09-2019
ყველის არჩევისა და შენახვის წესები; ხარისხიანი რძის პროდუქტების ცნობა - ყველაფერი ის, რისი "არცოდნა აკრძალულია"
30-07-2019
3 ყველაზე საყვარელი პროდუქტი, რომლის გარეშე ზაფხული წარმოუდგენელია - ყველაფერი ერთ ვიდეოში, რაც საზამთროს, ნესვსა და ნაყინზე უნდა იცოდეთ
09-07-2019
ახდენს თუ არა ცუდ გავლენას რეპროდუქციაზე და ენდოკრინოლოგიურ დაავადებებზე ნივთიერება, რომელიც დეოდორანტებშია? - გაიგეთ ცალკეული კვლევის შედეგები
08-07-2019
რა უნდა ეწეროს სათვალეს, რომელიც თვალს 100%-ით იცავს და რომელი ფერის ლინზაა ყველაზე საშიში? - ეს უნდა იცოდეთ, თუ მაინც უხარისხო აქსესუარზე აკეთებთ არჩევანს
06-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები