საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განახლებული ორბელიანის მოედნის გახსნას დაესწრო. პრეზიდენტმა შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვითაც მიმართა და პრეზიდენტის ათონელის სასახლეზეც ისაუბრა. მისი თქმით, მისი თქმით, დღევანდელი დღე არის თბილისის მერისა და მისი გუნდის დამსახურება. სალომე ზურაბიშვილის შეფასებითვე, ორბელიანის მოედანი ზუსტად ისეთია, როგორსაც ვისურვებდით. მისივე თქმით, ადგილზე მეყვავილეებისთვის სივრცეა მოწყობილი და შიში, რომ მათ ტერიტორიაზე არ გააჩერებდნენ, უსაფუძვლოა. სიტყვით გამოსვლის დასასრულს პრეზიდენტმა თბილისის მერს, კახი კალაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო მერია.