ვინ მიიღებს 100-ლარიან დახმარებას 6 თვის განმავლობაში? - Palitra News

ვინ მიიღებს 100-ლარიან დახმარებას 6 თვის განმავლობაში?

2020-11-26 15:34:44+04:00

მთავრობის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველი ოჯახები და ასევე, ის ოჯახები, რომლებსაც 3 ან მეტი 16 წლამდე არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ, ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.