შესყიდვების სააგენტოს მიერ 60 თეთრი ფერის პიკაპის შესყიდვაზე ტენდერი დასრულდა. მთავრობას აღნიშნულ ავტომობილებს კომპანია „ჯი-თი მოტორსი“ მიაწვდის.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, კონსოლიდირებულ ტენდერში უმცირესი ფასი 5 მილიონ 909 ათას 640 ლარი სწორედ შპს „ჯი-თი მოტორსმა“ დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ 60 თეთრი პიკაპის შესყიდვაზე ტენდერი რამდენჯერმე გამოაცხადა. ბოლო ტენდერში წინადადებების მიღება 22 აპრილს დაიწყო და 23 აპრილს დასრულდა.
სატენდერო პირობების მიხედვით, მომწოდებელი ვალდებულია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდება 2021 წლის 1-ელ ივლისამდე განახორციელოს.