"ტყვიის საფასურის" უკვე ათობით გადაცემაში ყველა პატრიოტის გზა ჯალათამდე, ლავრენტი ბერიას უშუალო მითითებამ მიიყვანა. რიტორიკულია კითხვა, ვინ იყო ბერია?! საუკუნის კითხვის პასუხი მცირე საარქივო მასალებში რთულად მოსაძებნია. თუმცა, მის პიროვნებაზე, ღირებულებებსა და ფსიქოლოგიაზე დასკვნების გამოტანა არც ისე რთულია მაშინ, როცა სწორედ ბერიას გადაწყვეტილებით განადგურდა ქართველ მოაზროვნეთა საუკეთესო ნაწილი.
იალტის კონფერენციაზე რუზველტმა სტალინს კითხა, თუ ვინ იყო ბერია?“ - ბელადმა უპასუხა: „ისჩვენიგიმლერია“, ჰიტლერის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი, გიმლერი. თუმცა, არც სტალინი იყო ფაშისტური გერმანელი ჰიტლერი და არც ბერია გიმლერი. ორივე ბედკრული, გაყიდული საქართველოს სამარცხვინო შვილები იყვნენ. თუმცა, ახლა, ჩვენს დროში კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლიბიც სტალინსა და ბერიას ნამოქმედარს აფასებენ და თანაუგრძნობენ. საზოგადებრივი აზრი ორად გაყოფილია. აი, მათ მიერ განადგურებული ქართველების შემოქმედება კი საუკუნეს ითვლის ერთსულოვნად, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, სტალინის გულშემტაკივრების მხრიდან, ისინიც ამაყობენ რეპრესირებულთა შედევრებით.
მათზე წერდნენ და მღეროდნენ, მათ სახელებს ატარებდნენ სკოლები, სკვერები, ქუჩები. ადგილები, საიდანაც მოსწავლეებს პირდაპირ გადასახლებაში უშვებდნენ, მშობლებს უხოცავდნენ, სადაც ხალხის მტრის იარლიყებს ორ კაპიკად არიგებდნენ, საიდანაც ყველა პატრიოტის გზა შინსახკომის ციხემდე მიდიოდა... ვინ იყო ბერია?.. ტიციანის საქართველოში დაბადებული, ქართული გვარ-სახელის მატარებელი მენტალური რუსი იმპერიალისტი... ბერიას სახელი ყველგან ამოშანტეს, მას ტაბუ დაადეს, ქართული ისტორია ვერ ითვისებს ანტიგმირებს, გმირებად მის მიერ დაღუპული ტიციანი, პაოლო, ჯავახიშვილი, ახმეტელი და კიდევ უამრავი სხვა დიდი ადამიანი შემორჩა ისტორიას...