თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის რაიონების გამგებლების კანდიდატები წარადგინა. საბურთალოს რაიონის გამგებლობის კანდიდატი - გაიოზ ვასაძე იქნება, მთაწმინდის რაიონის გამგებლობის კანდიდატი - დავით კირკიტაძე, კრწანისის რაიონის გამგებლობის კანდიდატი - ლევან ჯაფარიძე, ვაკის რაიონის გამგებლობის კანდიდატი - ნოდარ ტურძელაძე, დიდუბის რაიონის გამგებლობის კანდიდატი - ირმა ზავრადაშვილი, ჩუღურეთის რაიონის გამგებლობის კანდიდატი - ზურაბ ჩიკვილაძე, გლდანის რაიონის გამგებლობის კანდიდატი - ბექა მიქაუტაძე, ნაძალადევის რაიონის გამგებლობის კანდიდატი - ირაკლი ხელაძე, ისნის რაიონის გამგებლობის კანდიდატი - კახა ლაბუჩიძე, სამგორის რაიონის გამგებლობის კანდიდატი - დავით კერესელიძე.თბილისის მერის მიერ წარდგენილი კანდიდატურები საკრებულოს გადაეგზავნება. კახა კალაძემ კანდიდატებს მომავალ საქმიანობაში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და წარმატებები უსურვა.