კვირის ბოლოს ან ყველაზე გვიან - მომავალი კვირის დასაწყისში ანუ ორშაბათს, გუნდის შესახებ პრეზიდენტი თავად გამოაცხადებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სავარაუდო უფროსმა ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მრჩეველთა ჯგუფში მოიაზრება რამდენიმე პირი, თუმცა პრეზიდენტს მათ დანიშვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს საერთაშორისო დელეგაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები უკვე ჰქონდა.