კომპანია BMW-ს ხელმძღვანელის თანამდებობას ერთ-ერთი ტოპ მენეჯერი ოლივერ ციპსე დაიკავებს, რომელიც ამ დროისთვის კომპანიაში სამრეწველო მიმართულებას ხელმძღვანელობს.ციპსე გერმანული ავტოკონცერნის ახალი ხელმძღვანელი 2020 წლიდან იქნება, მას შემდეგ რაც აღნიშნულ პოსტს მოქმედი ხელმძღვანელი ჰერალდ კრიუგერი დატოვებს. ამის შესახებ კომპანიის დირექტორთა საბჭოს შეკრების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში წერია. ცნობისთვის, 53 წლის კრიუგერის უფლებამოსილება 2020 წლის აპრილში იწურება.
BMW გერმანული ავტომწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 1916 წელს დაფუძნდა. 2018 წელს კომპანიის კაპიტალბრუნვამ 97 მილიარდი ევრო შეადგინა. ის გერმანიის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. 2018 წელს BMW-მ თითქმის 2 მილიონ 500 ათასი ავტომობილი გაყიდა.