ვინ გააკონტროლებს ავტობუსებსა და სამარშუტო ტაქსებში დაკავებული ადგილების რაოდენობას, რომ არ მოხდეს დამატებითი ადამიანის ამოყვანა? - Palitra News

ვინ გააკონტროლებს ავტობუსებსა და სამარშუტო ტაქსებში დაკავებული ადგილების რაოდენობას, რომ არ მოხდეს დამატებითი ადამიანის ამოყვანა?

2020-11-07 14:45:59+04:00

ავტობუსში თუ ყველა ადგილი დაკავებულია, მძღოლი გააკონტროლებს, რომ დამატებითი ადამიანის ამოყვანა არ მოხდეს, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი გარკვეულ დისკომფორტს გამოიწვევს, მაგრამ დახურულ სივრცეში ვირუსის გავრცელების რისკი ძალიან მაღალია.