"ვინ დაგავალათ? ნუ გვაკადრებთ ესეთ რამეს" - ინციდენტი ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვაზე - Palitra News

"ვინ დაგავალათ? ნუ გვაკადრებთ ესეთ რამეს" - ინციდენტი ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვაზე

2017-11-09 16:23:37+04:00

მთაწმინდაზე, ქართველი პოეტის ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვის ცერემონიაზე მცირე ინციდენტი მოხდა. მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, სადაც სამგლოვიარო ცერემონია მიმდინარეობს, ყოფილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მომხრე ორმა ქალმა პლაკატები გაშალა და ჯანსუღ ჩარკვიანის პანთეონში დაკრძალვის გადაწყვეტილება გააპროტესტა.აღნიშნულის გამო, პანაშვიდზე მყოფმა პირებმა აღშფოთება გამოთქვეს და მათ პლაკატები წაართვეს.

იხილეთ:

მამუკა ჩარკვიანი მამის დაკრძალვაზე - ემოციური კადრები მთაწმინის პანთეონიდან

ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვაზე