ვინ და რატომ უთვალთავლებდა აზერბაიჯანელ ჟურნალისტს - თბილისში უცხოელი რეპორტიორი აფგან მუხტარლი დაიკარგა. ინფორმაციას "მეიდან ტვ" ავრცელებს. ჟურნალისტის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას თქმით, ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. აღნიშნულთან დაკავშირებით მან ქართველ სამართალდამცველებს მიმართა. შსს-ს ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სამძებრო ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.
"ადამიანის უფლებათა სახლის" ინფორმაციით კი, ჟურნალისტს უცნობი პირები, სავარაუდოდ აზერბაიჯანელები უთვალთვალებდნენ. აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის იანვრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, ის ცნობილია როგორც აზერბაიჯანის ხელისუფლების პოლიტიკის კრიტიკოსი.