15:01
19 სექტემბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
ვინ ასაქმებს საქართველოში ყველაზე მეტ ხალხს - დამსაქმებლების TOP-ათეული
03-12-2015
ბოლო მონაცემებით, საქართველოში 70 000 აქტიური ინდმეწარმე და იურიდიული პირია. აქედან დაახლოებით 47 000 მოქმედ სუბიექტს დაქირავებული მუშახელი ჰყავს. "პალიტრანიუსი" დაინტერესდა, რომელი კომპანიები არიან საქართველოში ყველაზე მსხვილი დამსაქმებლები. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაცია მოიცავს როგორც სამეწარმეო (ბიზნესი), ისე არასამეწარმეო სფეროს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქსტატს ძალოვანი უწყებების, მაგალითად, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების შესახებ ინფორმაციის გაცემის უფლება არ აქვს.

როგორც 2015 წლის II კვარტლის მონაცემებიდან ირკვევა, ყველაზე მეტი დასაქმებული ტრანსპორტის, დაცვისა და საბანკო სფეროზე მოდის. ამასთან, საქსტატში აცხადებენ, რომ თითოეულ კომპანიაში დასაქმებული პირების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გაცემის უფლება არ აქვთ.

წაიკითხეთ ვრცლად ambebi.ge-ზე
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები