2019 წელს დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 756 ათას 900 კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 3.1 პროცენტით აღემატება, - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. ამავე მონაცემებით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41.4 პროცენტი ქალია, ხოლო 58.6 პროცენტი - კაცი.
საქსტატის ანგარიშით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 35 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.2 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 44.8 პროცენტი - მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ კი 702 ათასი კაცი შეადგინა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ Top-10 საწარმოს, რომელიც საქართველოში ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით. კერძოდ, ჩამონათვალში მოხვდნენ: გეფა, ევექსის ჰოსპიტლები, ენერგო - პრო ჯორჯია, ნიკორა ტრეიდი, საქართველოს რკინიგზა, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, თბილსერვის ჯგუფი, პსპ ფარმა, ჯეო ჰოსპიტალს და ჯორჯიან მანგანეზი.