თემქაზე ახალგაზრდა გოგონას მკვლელობის შესახებ მეზობლები გარკვეულ დეტალებზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით, მოკლულს შეყვარებული ჰყავდა, მაგრამ კონფლიქტი არ ჰქონია. მათივე ინფორმაციით, გოგონას ცივი იარაღით ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის სავარაუდოდ, ყელის არეში აქვს მიყენებული. შეგახსენებთ, 21 წლის ანა ნაცვლიშვილის ცხედარი თემქაზე დღეს დილით იპოვეს. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
იხილეთ:
კადრები ადგილიდან, სადაც მოკლული 21 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს"ახლანდელი გოგოებივით რესტორანი, ბარი, დისკოთეკა მისთვის გამორიცხული იყო" - რას ამბობენ მეზობლები გოგონაზე, რომელიც თემქაზე მოკლული იპოვეს
მკვლელობა თემქაზე: 21 წლის გოგოს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული