ვინ არის შსს-ს მაღალჩინოსანი, რომელიც შარტავას ქუჩაზე დაჭრილი იპოვეს - Palitra News

ვინ არის შსს-ს მაღალჩინოსანი, რომელიც შარტავას ქუჩაზე დაჭრილი იპოვეს

2017-09-25 22:13:04+04:00

შარტავას ქ. #35-ში დაჭრილი მამაკაცი შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ტაკიძეა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მეზობლებმა განუცხადეს. ის დღეს საკუთარი სახლის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მეზობელმა იპოვა.მეზობლების ინფორმაციით, ზურაბ ტაკიძე მეშვიდე სართულზე ცხოვრობს, თუმცა ის მეზობელმა დაჭრილი მეოთხე სართულზე ნახა. რა ვითარებაში მოხდა მისი დაჭრა, ამ დრომდე უცნობია.თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს, თუმცა, ექიმებმა გარდაცვალების ფაქტი არ დაადასტურეს. ტაკიძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება და საავადმყოფოში აპარატზეა მიერთებული. მისი მდგომარეობა კრიტიკულია და რეანიმაციული ღონისძებები უტარდება.

ტაკიძე 2003-2005 წლებში - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აპარატის იურიდიული განყოფილებაში მუშაობდა, 2005-2009 წლებში იუსტიციის სამინისტროს სსიპ თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს დეკლარაციების შევსების განყოფილების უფროსი იყო, 2012 წლიდან კი მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტი უკავია.შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამარათლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.