სერვისმა Hopper HQ-მ Instagram-ინფლუენსერების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელთაც სარეკლამო დამკვეთები პოსტის დადებაში ფულს უხდიან. ლიდერობა გასული წლის მსგავსად წელსაც მოდელმა ქაილ ჯენერმა შეინარჩუნა, რომლის შემოსავალი თითო პოსტში მილიონიდან - მილიონ 300 ათას დოლარამდე მერყეობს. მოდელის აუდიტორია სოციალურ ქსელში 139 მილიონ 200 ათასი ადამიანია.
მეორე ადგილზეა ამერიკელი მომღერალი არიანა გრანდე, რომელსაც 158 მილიონ 400 ათასი ხელმომწერი ჰყავს, მის პოსტს კი 996 ათასი დოლარის შემოსავალი მოაქვს. მესამეზე კი კრიშტიანო რონალდოა, რომელიც წინა წელსაც ამ პოზიციას იკავებდა. მის გვერდზე პოსტის ღირებულება 975 ათასი დოლარია, ამასთან, მას ყველაზე მეტი 172 მილიონ 800 ათასი ხელმომწერი ჰყავს.
მე-4 პოზიციაზეა კიმ კარდაშიანი, რომელიც ერთ სარეკლამო პოსტში 910 ათას დოლარს იღებს. მეხუთე ადგილს კი რეიტინგში სელენა გომესი იკავებს, რომელიც გასულ წელს მეორე ადგილზე იმყოფებოდა. მის კედელზე პოსტის განთავსება 886 ათასი დოლარი ღირს.