"ფორბსმა" "ზე ვიქენდ" ყველაზე მაღალანაზღაურებად ახალგაზრდა ვარსკვლავად დაასახელა. ჟურნალის მონაცემებით, 27 წლის მუსიკოსმა ერთ წელიწადში 92 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მისი შემოსავლის მთავარი წყარო საკონცერტო საქმიანობაა, რამაც მუსიკოსს 75 მილიონი დოლარი მოუტანა. მეორე ადგილზეა 23 წლის ჯასტინ ბიბერი, რომლის წლიური შემოსავალი 83 მილიონ 500 ათას დოლარი იყო. სამეულში დასახელდა ადელიც, რომლის შემოსავალმა 69 მილიონი დოლარი შეადგინა. „ფორბსის“ რეიტინგში სულ 30 ცნობილი ახალგაზრდა დასახელდა, რომლებმაც ჯამში ერთ წელიწადში მილიარდ 240 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს.