ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად, რომელმაც ქონება საკუთარი შრომით დააგროვა, 26 წლის ირლანდიელი ჯონ კოლისონი დასახელდა. „ფორბსის“ რეიტინგის თანახმად, ონლაინ-სერვის Stripe-ის თანადამფუძნებლის ქონება 1,1 მილიარდ დოლარს შეადგენს. ჯონთან ერთად, ამავე რეიტინგში მესამე პოზიციაზე დასახელდა მისი ძმა 28 წლის პატრიკ კოლისონი, რომლის ქონებაც ასევე 1,1 მილიარდი დოლარია.