13:13
27 ნოემბერი, 2021, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ვინ არის პირი, რომელიც შსს-მ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დააკავა
20-10-2021

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის ფაქტზე დაკავებული კიდევ ერთი პირი ტრაილერის მძღოლი გიორგი ნიორაძეა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას მისმა ადვოკატმა განაცხადა.

გარდა ამისა, როგორც სააგენტოსთვის არაოფიციალურად გახდა ცნობილი, გიორგი ნიორაძე, სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულ ელგუჯა ცომაიასთან მუშაობდა. ამასთან, "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლის დაკავება შიდა ქართლში, კერძოდ კასპის რაიონში მოხდა.

„ახლა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ჩემი აცილების საკითხი უნდა დააყენონ. ბრალდებულებზე ზეწოლას ახდენენ და გვიზღუდავენ საქმიანობას. არ გვეძლევა საშუალება სრულად განვახორციელოთ ბრალდებულების დაცვა. ტრაილერის რიგითი მძღოლია. სხვა ბრალდებულებთან არანაირ კავშირშია. ბრალის წარდგენა ჯერ არ მომხდარა“, - აღნიშნა გიორგი ნიორაძის ადვოკატმა.

ცნობისთვის, გიორგი ნიორაძეს ბრალად დანაშაულის დაფარვა ედება. სამართალდამცველებმა საქმეზე ამავე ბრალდებით უკვე სამი პირი დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

AutoPlay
დაღუპულია 3 ადამიანი - კოსოვოში, ავტობუსს, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ცეცხლი გაუხსნეს
გამოქვეყნდა 3 წუთის წინ
ბელგიაში კოვიდშეზღუდვები მკაცრდება
გამოქვეყნდა 4 წუთის წინ
შვეიცარიაში კოვიდ რეგულაციების მოხსნის საკითხი ხმის მიცემით გადაწყდება
გამოქვეყნდა 5 წუთის წინ
კახა კალაძე სააკაშვილზე - კიდევ რამე სხვა სერვისი ხომ არ შევთავაზოთ? - მასაჟისტიც ჩამოვუყვანოთ
გამოქვეყნდა 32 წუთის წინ
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში IT სპეციალისტებისთვის კიბერუსაფრთხოების ტრენინგი ჩატარდა
გამოქვეყნდა 33 წუთის წინ
ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს დაავადებათა გამოკვლევა ჩაუტარდათ
გამოქვეყნდა 41 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
ლია
21-10-2021
მიშას კი მალე გამოუშვებენ და თქვენ იკითხეთ ცომაიებო და ნიორაძეებო, ვირის აბანო არ აგცდებათ (ასე იყო და ასე იქნება,ყველა მთავრობა ბოლოს პასუხს " დ ა მ ლ ა გ ე ბ ე ლ ს" სთხოვს)
სხვა სიახლეები