ლუისვილის პოლიციამ ქართველი ექიმის, დავით კანდელაკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავა. 23 წლის პირი მამაკაცი ეჭვმიტანილია დავით კანდელაკისა და ჯოშუა რაისის მკვლელობაში. პოლიციის განცხადებით, დაკავებულია ვინმე აარონ ერნანდესი. მას ბრალად ედება მკვლელობა და ნივთიერი მტკიცებულებების ფალსიფიცირება. პოლიციის განცხადებით, დაკავებულს ჯოშუა რაისთან რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა. მიმდინარეობს გამოძიება.ჯოშუა რაისი და დავით კანდელაკი 18 იანვარს, ლუისვილში, აბიგეილ დრაივის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში მოკლულები აღმოაჩინეს. დავით კანდელაკს ამერიკის მოქალაქეობა ჰქონდა და ის პროფესიით ექიმი იყო. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.