უკრაინის მხარე ქართველი „კანონიერი ქურდის“ გელა ჯოშუას, მეტსახელად „გელა თბილისკის“ რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირების საკითხს განიხილავს. როგორც უკრაინის ეროვნულ პოლიციაში აცხადებენ, გელა ჯოშუა კიევში ავტომობილების მოპარვის საქმიანობას მფარველობდა. ის კიევის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში სადილისას გუშინ დააკავეს.