16 თებერვალს გუდაურში 28 წლის ბიჭი მოკლეს. მოკლული თაზო გორთამაშვილია, რომელიც სამთო კურორტზე ერთ-ერთ ბარში, ბარმენად მუშაობდა.
გამოძიების ინფორმაციით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. 28 წლის გორთამაშვილსა და მის 26 წლის მეგობარს, 39 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა ჭრილობები და მიიმალა. გორთამაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე დაჭრილი კი გადაყვანილია საავადმყოფოში.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ადგილობრივი მაცხოვრებელია.