ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი, დადგენილია თუ არა იმ პირის ვინაობა, ვინც გასროლა განახორციელა. გარდაცვლილია ვალერიან ნემსიწვერიძე, რომელიც ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებდა, ნემსიწვრიძე 2004 წლის 13 მაისს იმდროინდელი დეპუტატის კახა გიუშვილის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაში იყო ბრალდებული.მას 16 წლით თავისუფლების აღკვეთაც ჰქონდა მისჯილი.