ჟურნალმა Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი ქალის ქონება 49 მილიარდ 300 მილიონ დოლარად შეაფასა. ყველაზე მდიდარი ქალის ტიტული კოსმეტიკური იმპერია L’Oréal-ის მემკვიდრეს ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერს ერგო. იგი კომპანიის დამფუძნებლის ეჟენ შულლეს შვილიშვილია. ამჟამად მის ოჯახს L’Oréal-ის აქციების 33,1% ეკუთვნის.
გამოცემის ინფორმაციით, ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერს მილიარდერთა სიაში მე-15 ადგილი უკავია. გასულ წელს მისი ქონება 17%-ით ანუ 7 მილიარდ 100 მილიონი დოლარით გაიზარდა.