"ლიბერთი ბანკის" აქციების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის - "ჯორჯიან ფაინენშალ გრუპის" გადაწყვეტილებით, ბანკის სამეთვაყურეო საბჭოს ახალი, დამოუკიდებელი წევრი მამუკა წერეთელი გახდა. ის საბჭოს წევრი ოთხი წლის ვადით იქნება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მამუკა წერეთლის ყოველთვიური დარიცხული ხელფასი 3 ათას 750 ამერიკული დოლარი იქნება. ცნობისთვის, წერეთელი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა.
აღსანიშნავია, რომ ის საქართველოში შპს "თელედას" 36%-იან წილს ფლობს, რომლის საქმიანობის სფეროც - ღვინით ვაჭრობა; ღვინის წარმოება; მევენახეობა; მეღვინეობა და ყურძნის გადამუშავებაა.