bოლო პერიოდის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეის პირველი ლედი რი სოლ ჯუ რეგულარულად ჩნდება მეუღლის, კიმ ჩენ ინის გვერდით, რასაც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობის დასტაბილურებას აწერენ. პირველი ლედი თან ახლდა მეუღლეს 2018 წლის აპრილში გამართულ ვახშამზე სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან, მუნ ჩჟე ინთან, რაც ისტორიულ სამიტად იქნა მიჩნეული. ვახშამზე მისმა გამოჩენამ მოახდინა ერთგვარი ფურორი, რამაც პირველი ლედის პოპულარობა გამოიწვია.წლების განმავლობაში რის შესახებ ძალზე მწირი ინფორმაცია მოიპოვებოდა და დღემდე ბევრი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი. 2012 წელს დადიოდა ხმები იმის თაობაზე, რომ იდუმალებით მოცული ქალი, რომელიც ჩნდებოდა პერიოდულად კიმ ჩენ ინთან ერთად, მისი და ან რომელიმე ნათესავი იყო. ოფიციალური წყაროები არ აფიშირებდნენ მათი ქორწინების შესახებ 2012 წლის ივლისამდე, 3 წლის შემდეგ კი ჩრდილოეთ კორეის სადაზვერვო სამსახურმა ვარაუდის სახით გამოაქვეყნა ინფორმაცია მათი ქორწინების თაობაზე. კენჯი ფიძუმიტოს, კიმ ჩენ ინის ყოფილი პირადი შეფ-მზარეულის თქმით, შეხვედრის პირველივე დღიდან მოხიბლულია ლედის გამორჩეული სილამაზით. რი სოლ ჯუს ზუსტი ასაკის დადგენა შეუძლებელია. ექსპერტის მაიკლ მედდენი ინფორმაციით, რომელიც აქვეყნებს „დაკვირვებებს ჩრდილოეთ კორეის ლიდერზე, რი ჩხონჯინში დაიბადა 1984 წელს, ჩრდილოეთ კორეის სიდიდით მესამე ქალაქში. მას დასრულებული აქვს კიმ ირ სენის სახელობის უნივერსიტეტი და არის რი პხენ ჩხოლას შვილიშვილი. ქალის, რომელიც საჰაერო დაზვერვის და ჩრდილოეთ კორეის საჰაერო ძალების არმიის მთავარი ხელმძღვანელი იყო, რის მამა კი ოფიცრის პოზიციას იკავებდა.ჩრდილოეთ კორეის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიმს და რის სამი შვილი ჰყავთ, თუმცა საჯაროდ მხოლოდ ერთი შვილის სახელია ცნობილი. NBA-ს ყოფილმა ვარსკვლავმა დენის როდმანმა ფხენიანში სტუმრობისას 2013 წელს განაცხადა, რომ ხელში აიყვანა კიმის ქალიშვილი ჯუ აი.