ცნობილია რომ ყოველი წარმატებული მამაკაცის უკან ძლიერი ქალი დგას, კარლ ლაგერფელდის შემთხვევაშიც ასე იყო. ყველაზე გავლენიანი მამაკაცი მოდის ინდუსტრიაში, ნამდვილად ამ სტატუსს ამართლებდა, ვინაიდან მის უკან, და ზოგადად გარშემო ყოველთვის ქალების დიდი არმია იდგა. კარლ ლაგერფილდის მარჯვენა ხელი და შანელის სახლის სტუდიური დირექტორი ვირჯინია ვიარი, რომელიც 30 წლის განმავლობაში კარლის გვერდით იდგა, ახლა მისი საქმეს გამგრძელებელი და შანელის კრეატიული სახლის დირექტორია. ვირჯინია ვიარმა შანელის სახლში 1987 წელს სტაჟიორად დაიწყო მუშაობა. 2000 წელს ვირჯინიამ შანელის სახლის სტუდიური დირექტორის პოზიცია დაიკავა.გერმანელი მოდელიორისა და ფოტოგრაფის კარლ ლაგერფელდის გარდაცვალების შემდეგ კი ბრენდის მთავარი დიზაინერი გახდა.
მოვლენათა ასეთ განვითარებას ყველა ელოდა, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 22 იანვარს პაიზში განართულ მოდის კვირეულზე, შანელის ჩვენებაზე კარლ ლაგერფილდის ნაცვლად შავ ტანისამოსში გამოწყობილი ვირჯინია ვიარი გამოჩნდა.