თბილისში მოკლული ბიზნესმენი თბილისის ერთ-ერთი ბაზრობის მეწილეა. უფრო კონკრეტულად, ის შპს „ვარკეთილი96“-ის 15 პროცენტიანი წილის მფლობელი გახლდათ. მასთან ერთად აღნიშნულ კომპანიაში წილებს ინაწილებენ: გურამ ქაცანაშვილი , იათამზე ქავთარაძე , თემური პირველი , პაატა ნუცუბიძე , ნესტან თოდუა, გენრიხ ხერგიანი და მზევინარ ხერგიანი .ამას გარდა, ნუგზარ კახიძეს წილები ჰქონდა სხვა კომპანიებშიც.საჯარო რეესტრის ინფორმაციით ირკვევა, რომ რამდენიმე დღის წინ კომპანიის ერთ-ერთი მეწილა ნესტან თოდუა მოქალაქე პაატა ფრუიძის სასარგებლოდ წილის დათმობას აპირებდა, თუმცა რეესტრმა აღნიშნული ცვლილება სხვა პარტნიორების თანხმობის არ არსებობის გამო, არ დაარეგისტრირა. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება 15 მარტით არის დათარიღებული. რამდენად უკავშირდება ნუგზარ კახიძის მკვლელობა მის ბიზნეს საქმიანობას ამ ეტაპზე ეს გამოძიებისთვისაც უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე კომპანიაში წილების გადანაწილების პროცესი აქტიურად მიმდინარეობდა.